რუსეთმა სომხეთის ოკუპაცია დაიწყო?

რუსეთის სამხედრო პოლიციის სომხეთში შეყვანას რესპუბლიკაში მისი “ოკუპაციისა და მოთვინიერების” მცდელობად აფასებენრისი მიღწევა სურს ამ ნაბიჯით მოსკოვს, ჯერ-ჯერობით გაუგებარია.

სომხეთში ახალი სკანდალი აგორდადა ისევ – “რუსების გამო”რესპუბლიკაში, ყოველგვარი ორმხრივი დოკუმენტის წინასწარი ხელმოწერის გარეშერუსეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები შეიყვანესსანამ მოსკოვი და ერევანი მსჯელობენრა საკანონმდებლო ბაზა მიუსადაგონ სომხებისთვის ამ არაპოპულარულ ნაბიჯსრომელიც თავად ოფიციალურ ერევანს, როგორც ჩანს, დიდად არ გაუპროტესტებიაგიუმრის ქუჩებში უკვე დასეირნობენ ბიჭები რუსეთის სამxედრო პოლიციიდან (ისინი ადგილობრივი რეპორტიორების ფოტოობიექტივებმა დააფიქსირეს)დადის ხმები, ისინი უკვე ერევანშიც ნახესომოსახლეობა აღშფოთებას ვერ მალავს http://www.rosbalt.ru/world/2018/04/05/1693963.html.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ქვედანაყოფი სომხეთში «სამხედრო დისციპლინის, ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გიუმრის სამხედრო გარნიზონში არსებული ობიექტების დასაცავად” გადაისროლეს.

შეგახსენებთ, რომ ერევნიდან 120 კმ-ში მდებარე გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული, რომლის კონტინგენტი ამ დროისთვის 5 000 სამხედრო პირით განისაზღვრება.

ოფიციალური მონაცემებით, პოლიციის პირადი შემადგენლობა მიიღებს სპეციალურ ეკიპირებას, საშტატო შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკასა და სპეცსაშუალებებს. ამასთან, ბაზის ახალ ბინადართა რაოდენობა არ სახელდება.

ნებისმიერი ადგილობრივი გეტყვით, რომ გიუmრის სამხედრო ბაზა დიდი ხანია, დანაშაულის ბუდედ იქცა  — რად ღირს ჯერ მარტო ვალერი პერმიაკოვის მიერ ავეტისიანების ოჯახის, მათ შორის 2 წლისა და 5 თვის ბავშვების სასტიკი მკვლელობა. სომხები სრულიად სამართლიანად მიუთითებენ იმაზე, რომ ეს რეზონანსული ტრაგედია 2015 წელს მოხდა და არც მაშინ, არც რუსი“მებრძოლების” მიერ შემდგომ ჩადენილი დანაშაულების დროს რუსეთის ხელმძღვანელობას რატომღაც არ მოსვლია აზრად,თვითნებობის აღსაკვეთად ბაზაზე დისციპლინა გაეძლიერებინა. დღემდე გიუმრის ბაზაზე წესრიგს საკუთარი ძალებით იცავდნენ.გამოდის, რომ ვითარება საგრძნობლად გაუარესდა, თუკი საჭირო გახდა იქ სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების გადასროლა?თანაც სასწრაფო რეჟიმში, ისე, რომ შესაბამისი ორმხრივი დოკუმენტის გაფორმებისთვისაც კი აღარ ეცალათ. არადა, ამ უკანასკნელის “მიჯღაბნვა” რთული ნამდვილად არ იყო: გიუმრის ბაზის შესახებ 1996 წლის ორმხრივი შეთანხმება შეიცავს პუნქტს,რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რუსეთის სამხედრო კონტინგენტი საჭიროების შემთხვევაში ახალი ქვედანაყოფების ფორმირების გზით გაიზარდოს, თუმცა – მხოლოდ შესაბამისი “ქაღალდების” გაფორმების შემდეგ.

რეალურად რაში დასჭირდა რუსეთს ბაზაზე სამხედრო პოლიცია? – სომხეთში ერთდროულად რამდენიმე ვერსია განიხილება, რომელთა შორისაა “რესპუბლიკის ოკუპაციაც”. როგორც ინტერნეტ-პორტალი «Вне строк» აღნიშნავს, სომხურ საზოგადოებაში არსებობენ გარკვეული სტრუქტურები, რომლებიც ცდილობენ, არსობრივად, სომხეთში რუსეთის შეჭრის პოპულარიზება მოახდინონ, რაც რესპუბლიკის მოქალაქეთა ფიზიკური უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის ხელყოფაზე მუშაობს: «ვიღაცას ძალიან უნდა, კბილებამდე შეიარაღებული ეს კაციჭამია მასა სომხეთის ქალაქების ქუჩებში პატრულირებდესო».

არსებობს ასევე მოსაზრება, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარ წარმოდგენილობას ახლო აღმოსავლეთში თავისი გეგმების რეალიზებასთან დაკავშირებით ზრდის. თუმცა ბევრი დარწმუნებულია, რომ რუსული სამხედრო პოლიცია სომხეთში მზარდი ანტირუსული განწყობების მოსათოკადაა საჭირო.

ინტერნეტ-პორტალმა «Первый армянский информационный» რუსეთის სამხედრო პოლიციის სომხეთში გამოჩენის რამდენიმე “აღსანიშნავი ასპექტი» ჩამოთვალა, მათ შორის – არალეგიტიმურობა; ბაზის მანდატთან შესაბამისობის საეჭვოობა; საეჭვოობა, დაიცვას სომხეთის უსაფრთხოება, თუ თავად ბაზაზე ვითარება დამატებით კონტროლს საჭიროებს. და დასმულია კითხვა: «რაკი რუსული მედიაც კი წერს, რომ რუსეთის ჯარში არსებული მძიმე ვითარება არაეფექტური კონტროლისა და ინსტიტუციონალური კორუფციის შედეგია, სადაა გარანტიები იმისა, რომ ამ მანკიერებების ვერაღმოფხვრის შემთხვევაში რუსული სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები არასტაბილურობის ახალ კერად არ იქცევიან?».

გამოთქმულია ასევე შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო პოლიცია შესაძლოა, ჩაერიოს სომხეთის “შიდა პოლიტიკურ განვითარებაში”: «მოსკოვს არაერთხელ გაუკეთებია მინიშნება, …. რომ საკუთარ მოვალეობად თვლის პოსტსაბჭოთა სივრცეში ე.წ. ფერადი რევოლუციების” ჩახშობას». და შემდეგ: «რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების ფონზე რუსეთი სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური საბაბით ზრდის სამხედრო წარმოდგენილობას სომხეთში, აქცევს რა ჩვენს ქვეყანას სამხედრო პოლიგონად. არავინ ამტკიცებს, რომ სომხეთის პოლიტიკური ელიტა საკუთარი არაგონივრული პოლიტიკით უნდა ამწვავებდეს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს და ამით ზრდიდეს რისკებს სომხეთის უსაფრთხოებისთვის, თუმცა, მეორეს მხრივ, ხელისუფლება ვალდებულია, რუსეთთან ურთიერთობებში მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს ჩვენი ქვეყნის სუბიექტობასა და იმას, რომ ჩვენთან მოქმედი რუსული სამხედრო ბაზა გარე სამყაროში სომხეთის კოლონიზაციის სიმბოლოდ არ აღიქმებოდეს».

კიდევ ერთი სომხური გამოცემა — Lragir — გიუმრიში რუსული სამხედრო პოლიციის ფორმირებას რუსეთის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტს უკავშირებს: «ანკარაში გამგზავრებამდე პუტინმა თურქეთს სომხეთიდან კუნთები უჩვენაო”. … იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი გარკვეულ ოპერატიულ ამოცანას წყვეტს, … ერთის მხრივ, თურქეთის წინაშე კუნთებს ათამაშებს, ხოლო მეორეს მხრივ, სამხედრო პოლიციის მეშვეობით სომხეთში რაღაცისგან თავს იზღვევსო».

აქ ღირს, გავიხსენოთ, რომ აპრილის დასაწყისში სომხეთის პარლამენტმა, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, რესპუბლიკის პირველი პირი – პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს. თითქმის 100%-იანი ალბათობით, ამ თანამდებობას პრეზიდენტის პოსტიდან მიმავალი სერჟ სარგსიანი დაიკავებს. ახალი უკვე არჩეულია, ხოლო ვინაიდან სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკად ტრანსფორმირდა, მას ფაქტობრივად, “ინგლისის დედოფლის” როლი აქვს განსაზღვრული. ანუ, სარგსიანი ფაქტობრივად, სომხეთის მართვის მესამე ვადაზე მიდის — ითვლება, რომ სწორედ ამისათვის შეიცვალა ქვეყნის ძირითადი კანონი.

ბევრი სომეხი სარგსიანის პოლიტიკური დღეგრძელობით უკმაყოფილოა, და ბუნტი შესაძლებელია. სამაგიეროდ მისით კმაყოფილია რუსეთი: სარგსიანმა ხომ სომხეთი ევრაზიულ კავშირში შეიყვანა, უარი თქვა რა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე; მისი მმართველობის პერიოდში რუსეთმა და სომხეთმა ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება შექმნეს და ა.შ. – ერთი სიტყვით, იგი მოსკოვის ყველა მოთხოვნას პირნათლად ასრულებს. ამდენად, გამორიცხული არ არის, რუსეთი ახლა სარგსიანს აზღვევდეს, შიშობდეს რა მის პრემიერობასთან დაკავშირებით მოსალოდნელი “საგაზაფხულო ბუნტის” გამო.

თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, ამას კავშირი ჰქონდეს სომხეთში რუსეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის ჩამოყალიბებასთან. უფლებადამცველ არტურ საკუნცს აინტერესებს, «რეალურად იქნება ეს სამხედრო პოლიცია, თუ ამ საბაბით სომხეთში სულ სხვა შეიარაღებულ ქვედანაყოფებს შეიყვანენ? მაგალითად, სირიაში უკვე ვნახეთ, როგორ მოქმედებს რუსეთი და ვის აგზავნის იქ. ხოლო რაკი ასეა, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: ვის უნდა ეშინოდეს ყველაზე მეტად სიახლეებისა ბაზაზე და კიდევ რა რყევები ელის კონფლიქტებით დახუნძლულ სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთს?”.

თუმცა შეიძლება, სომხეთში რუსეთის სამხედრო პოლიციის ფორმირებაში კონსპიროლოგია არც ვეძებოთ. ამ იდეისგან სრულიად თავისუფალია, მაგალითად, მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი, დეპუტატი მიგრან აკოფიანი. იგი დარწმუნებულია მის სამშობლოში მსგავსი რუსული დანაყოფის არსებობის აუცილებლობაში და განმარტავს, რომ პრობლემები, რომელიც შესაძლოა, გიუმრის ბაზაზე წარმოიშვას, სწორედ რუსულმა და არა სომხურმა სამხედრო პოლიციამ უნდა მოაგვაროს. «მე აქ ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, ვინაიდან რუსეთის სამხედრო დაჯგუფება სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია», — აღნიშნავს სომეხი დეპუტატი.

და საერთოდაც, თვლის უფლებადამცველი ლარისა ალავერდიანი, რუსეთს “არაფერი დაურღვევია» და პრობლემა სომხურ საზოგადოებაში ინფორმაციის დეფიციტშია, რაც უამრავი სპეკულაციისა და ჭორის საფუძველი ხდება. გასაგებია, განუცხადა ჟურნალისტებს ალავერდიანმა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს სამხედრო კონტინგენტის ყოფნა საზოგადოებაში კითხვებს ბადებს, ამიტომაც ხელისუფლება ვალდებულია, მოსახლეობას ამ კონტინგენტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

მთლიანობაში, ისინი, ვინც თვლიან, რომ რუსეთს “არაფერი დაურღვევია”, აშკარა უმცირესობაში არიან. არადა, რუსულ სამხედრო ბაზაზე შეტევებს ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია, თუმცა სულ უფრო მასშტაბური ხდება. რუსეთს რომ სომხეთში სამხედრო პოლიციის შეყვანამდე სომხურ მხარესთან შესაბამისი შეთანხმება ოფიციალურად გაეფორმებინა, ამ თემის ირგლივ სკანდალს თავიდან აირიდებდა. თუმცა რადგან ეს არ გაკეთებულა, გამოდის, რომ მოსკოვი ჩუმად მოქმედებდა და, შესაბამისად, არც უნდა აკვირვებდეს საუბრები გიუმრიში მისი პოლიციის არალეგიტიმური ყოფნისა და მისი პათოლოგიური სიბოროტის თაობაზე.

 

 

საინფორმაციო სააგენტო “აქცენტი”