თინა ხიდაშელი: ნაცმოძრაობას, თავად ლანგარზე შემოდებულს აბრუნებთ…

  თინა ხიდაშელი საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს “ფეისბუქით” ეხმაურება და წერს:

   “…1. საკონსტიტუციოს ყველა დროის საუკეთესო მოსამართლემ მითხრა გუშინ “მოსამართლე თავის სათქმელს გადაწყვეტილებებში ამბობსო”, და ზუსტად ასეა. Beso Loladze <3 

   2. ან მანტია გაიხადეთ, ან პოლიტიკური განცხადებები აკეთეთ. ეს რა უბედურებაა. სასამართლოს ეს ჯგუფი, ის ჯგუფი, პასუხი, პასუხის პასუხი, მერე კიდევ პასუხის პასუხი.

   3. თუ რამე გაქვთ სათქმელი, თუ კონსტიტუციას და სამართლებრივ წესრიგს ემსახურებით კარი დახურეთ, მანტია ჩაიცვით და გადაწყვტილებებში თქვით თქვენი სათქმელი.

   4. ისე ვერ დაგემშვიდობებით, სულ ნაცების არიანო ეგ ბოროტებიო და საკონსტიტუციო გადატრიალებას გვიწყობდა ყოფილი რეჟიმიო, წერილი დაწერილა გუშინ და რად უნდათ საკონსტიტუციო გადატრიალება, საკუთარ მაჟორიტარებს შეხედებთ, დაკვირვება და დიდი შრომა კი არ გინდათ, მხოლოდ სია გადაიკითხეთ სამხრეთიდან ჩრდილოეთით, დასავლეთიდან აღმოსავლეთით და გადატრიალება რად უნდა ნაცმოძრაობას, თავად ლანგარზე შემოდებულს აბრუნებთ…” წერს თინა ხიდაშელი

   ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ხაზს უსვამს იმას,  რომ ახალ პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრა, ვინც წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო, მომაკვდინებელი იქნება.

ხიდაშელი ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის იმ კანდიდატებს უპირისპირდება, ვინც ადრე ”ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ ახლა კი ”ქართულ ოცნებაში” გადავიდნენ და მისი მანდატით აპირებენ კენჭისყრას.

   ”დღესაც რომ შეხვიდეთ „ვიკიპედიაში“, მაგალითად ბატონი გოდერძი ბუკია მოხსენიებულია, როგორც პარტია ”ნაციონალური მოძრაობიდან” პარლამენტის წევრი, ასევე ბატონი ოქრიაშვილი და ბევრნი არიან, მათი სია გრძელია. თუკი ადამიანს არასოდეს ინიციატივა არ ჰქონია, კანონპროექტი არ დაუწერია, ხმა არ ამოუღია, არაფერი უთქვამს არც კარგი, არც ცუდი, მე ვფიქრობ, რომ ოდნავ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა უნდა სვამდეს კითხვას – რა არის მასში ღირებულება, რომლის გამოც ახლა ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა მასზე არჩევანის შეჩერება, გარდა იმისა, რომ მას ძალიან ბევრი ფული აქვს და ის აბსოლუტურად მორჩილია”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა

 

კომენტარის დატოვება