ტიტანიკის მენიუ $142 ათასად იყიდება

მენიუ, რომლითაც გემ ტიტანიკის მგზავრებს სხვადასხვა კერძებს სთავაზობდნენ, აუქციონზე $142 ათასად იყიდება. ამის შესახებ  BBC წერს.

მენიუ ტიტანიკის ერთ-ერთ გადარჩენილ ოფიცერს, ჩარლზ ლაითოლერს ეკუთვნოდა.

ბრიტანული ხომალდი “ტიტანიკი” 1912 წლის 14 აპრილს აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა, 2200 მგზავრიდან კი 1500 დაიღუპა.

გასული წლის შემოდგომაზე ტიტანიკის ერთ-ერთი მგზავრის წერილი აუქციონზე 166 ათასს ამერიკულ დოლარად  გაიყიდა.