გარდაცვლილი 13 წლის მოზარდი და დაშავებული 5 მგზავრი – ავარია ოზურგეთში

ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში. სოფლე ბაილეთში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავი და ამობრუნდა, რის შდეგადაც 13 წლის გოგონა დაიღუპა, 5 ადმაიანი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“პირველი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მხულის, მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.