„ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პრეზიდენტი გადადგებოდა”

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტის მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ „ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პრეზიდენტი ასეთი შეცდომის მერე გადადგებოდა”.

“ჩვენ ვიხილეთ უპასუხისმგებლო განცხადებები, სადაც ის ყველასკენ იშვერს ხელს ოღონდ თვითონ არ აიღოს პასუხისმგებლობა, ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტის მერ წარგზავნილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც შეეცადა საბჭოში ჩემი მეუღლის ხსენებით პრეზიდენტის არაკვალიფიციური და სუბიექტური შეწყალებები “გაეპრავებინა”. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პრეზიდენტი ასეთი შეცდომის შემდეგ გადადგებოდა”- განაცხადა ზარდიაშვილმა.