ექსპერტიზის სკანდალური დასკვნა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

წარმოდგენილ ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის თითის კვალი, მისი ანაბეჭდები არ ფიქსირდება

ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა მიღებულია. დასკვნა საკმაოდ სკანდალურია და მან  პროკურატურა მთავარი მტკიცებულების გარეშე დატოვა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტებმა ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდი ვერ აღმოაჩინეს, არადა ცნობილი იყო, რომ 19 წლის ახალგაზრდას სპეცრაზმელმა იმის გამო ესროლა, რომ მას ხელში ხელყუმბარა ჰქონდა და საცხოვრებელი სახლის აფეთქებას აპირებდა, დოკუმენტებით დგინდება, რომ მაჩალიკაშვილს ხელში ხელყუმბარა არ ჰქონდა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ექსპერტიზის სკანდალური დასკვნის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი მტკიცებულება გაბათილდა.

მაჩალიკაშვილების ოჯახიდან ამოღებული ხელყუმბარის ვალიდურობის საკითხს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ აყენებს.

პასუხი არის შემდეგი, არის გარკვეული ნაწილაკები, თუმცა რთულია მისი იდენტიფიცირება და აქედან გამომდინარე დასკვნაა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თითის კვალი, მისი ანაბეჭდები არ ფიქსირდება წარმოდგენილ ხელყუმბარაზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული. უმთავრესი არგუმენტი, რომ თემირლანს ეჭირა ხელყუმბარა არ დადასტურდა“ – აცხადებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

პანკისის ხეობის უხუცესები მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მცდელობაზე ალაპარაკდნენ. ხეობა დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.