ამჯერად წერეთლის გამზირის #99-ის მოსახლეობა თანახმაა მოხდეს ავტოფარეხების დემონტაჟი

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას, ავტოფარეხების ადგილას სკვერების მოწყობის თაობაზე ისევ წერეთლის გამზირი, ამჯერად #99-ის მოსახლეობა ეხმიანება და თანახმაა მოხდეს ავტოფარეხების დემონტაჟი.

ამის შესახებ ინფორმაციას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ავტოფარეხების ადგილას თბილისის მერია სკვერს გააკეთებს.