ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციას მოღვაწეობის 20 წელი შეუსრულდა

გიორგი თევზაძე

ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციას ვულოცავთ იუბილეს!

ვულოცავთ ორგანიზაციას, რომელსაც მოღვაწეობის 20 წელი შეუსრულდა.

გილოცავთ ამ ლამაზ იუბილეს გიორგობის წმიდა დღესასწაულთან ერთად.

გფარავდეთ და გიცავდეთ წმიდა გიორგის ძალი და მადლი, ამინ, ამინ, ამინ!

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის ბაზაზე, 1998 წლის 6 მაისს, დაფუნძნდა და რეგისტრაცია გაიარა ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ხოლო თავად ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდი კი 1992 წლის იანვარში დაფუძნდა, საზოგადოებისათვის ცნობილია რომ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდს და შემდგომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობის პერიოდიდან პირველი უფლებადამცველი უფლებადამცველი, გიორგი თევზაძე. თუ საზოგადოებას გავახსენებთ ამ ორგანიზაციების პრეისტორიას, და ვიტყვით ამ ორგანიზაციების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ უდავოა რომ აღნიშნული ორგანიზაციები აქტიურად მოღვაწეობდნენ და დღემდე მოღვაწეობენ ადამიანის უფლებების მიმართულებით კერძოთ; ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის წარმომადგენლები ორგანიზაციის დღიდან დაფუძნებისა, 1992 წლის კანონიერი ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ორგანიზაცია აქტიურად იცავდა უფლებაშელახული მოქალაქეების ინტერესებს. მათ შორის პოლიტიკური მრწამსით დევნილ პირებს.

ფონდის ინიციატივით მოხდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების _ ვიქტორ დომუხოვსკისა და პეტრე გელბახიანის, ირაკლი დოკვაძისა და სხვათა კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა. ამ სასამართლო პროცესზე განსასჯელებს იცავდნენ ფონდის იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ოთარ აგლაძე ადვოკატის სტატუსით და ფონდის ოფიციალური წარმომადგენელი, გოგი ხოშტარია _ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ სასამართლო საქმეებს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდში და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან იურისტები, პოლიტოლოგები, სოციოლოგები, ჟურნალისტები, ჰუმანიტარული დარგის სხვა სპეციალისტები და სამეცნიერო და ხელოვნების ასევე სხცადასხვა პროფესიისწარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის დაფუძნების დღიდან ორგანიზაცია მუდმივად პერმანენტულადფ ახორციელებდა სხვადასხვა სახის ღინისძიებებს.

საზოგადოებრივ საწყისებზე, კერძოდ, პოლიციის განყოფილებებში ტარდებოდა საზოგადოებრივი მონიტორინგი განსახვავებული პოლიტიკური მრწამსით დევნილი პირების დაცვისთვის, რათა თავიდან აცილებული იყო მათი უკანონო პატიმრობა და შემცირებულიყო უფლებების შელახვის ფაქტები. ეს აქტივობები ამ პერიოდში დაფიქსირებული იყო სხვადასხვა მედია საშუალებებში. ფონდსა და საერთაშორისო ორგანიზაცია განხორციელებული აქვს არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში. ახდენდა მოქალაქეების და პატიმრობაში მყოფი პირების ინფორმირებას და უწევდა კონსულტირებას მათი უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის საშუალებების თაობაზე. ამ ღონისძიების გასაშუქებლად, სპეციალურად გამოდიოდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის არაკომერციული გაზეთი „მრწამსი“, ხოლო შემდგომში როდესაც დაფუძნდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია მისი ბეჭდური ორგანო იქცა არაკომერციული გაზეთი „ადამიანის უფლებები და არგუმენტები“ სრომელიც პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოებაში, მათ შორის პატიმრებში.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის ინიციატივით მოხდა საპატიო სიგელისა და ოქროს მედალიონის დაწესება ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე გამორჩეული პირებისთვის. 1997 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათ დაცვის საერთაშორისო დღეს, პირველი საპატიო სიგელი და ოქროს მედალიონი ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით გადაეცა საქართველოს ეროვნულ გმირს, ცნობილ უფლებადამცველს, მერაბ კოსტავას, რომელიც ინახება მის სახლ-მუზეუმში.

ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია 1998 წლის დაფუძნებიდანვე, საქმიანობის ძირითად პრიორიტეტად იქნა დადგენილი უფლებადაცვითი საქმიანობა რომელზედაც დღემდე აქტიურად მოღვაწეობს შეიძლება თამამად ითქვას, რომ აღნიშნული ორგანიზაცია უფლებადაცვითი საქმიანობას წაარმართევს უცხოური გრანტების მიღების გარეშე რაც დღევანდელობაში ისვიათობას წარმოადგენს ორგანიზაციამ თავადთქვა უარი საგრატო დაფინანსებაზე რამეთუ მიიჩნიეს რომ ამით გარკვეულ წილად ორგანიზაცია დამოკიდებული ხდება დონორ ორგანიზაციებზე… ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიოზაციის ყოველდღიურობა სრულად მოიცავს თავისი საწესდებო მიზნების და ამოცანების განხორციელებას. მისი საქმიანიბა დაფუძნებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის (გაერო) მიერ 1948 წელს მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური საერთაშორისო კონვენციის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საერთაშორისო კონვენცის, ჰელსინკის, ვენის, პარიზისა და ადამიანის უფლებთა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნებზე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია არის საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული ფორუმის წევრი ორგანიზაცია რომელსაც ადამიანის უფლებადაცვით სფეროში ორგანიზებული მრავალი კონფერენციის, სემინარისა და შეხვედრის მონაწილე. 2012 წლის დეკემბერში გახდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის _ „თქვენი უფლებებისათვის“ დაფუძნების ინიციატორი და ამ კოალიციის სპიკერ ორგანიზაცია. იგი კოალიციის ხელმძღვანელ ორგანიზაციად დღემდე რჩება.  ამ სტატუსის ფარგლებში ჩატარდა არაერთი კვლევა და მოხდა უამრავი ინიციატივის შეთავაზება ხელისუფლების ორგანოებისადმი, რაც მედია საშუალებებით სრულფასოვნად გაშუქდა. ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულია „ენა, მამული, სარწმუნეობა“.

დღეს, 6 მაისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციას დაფუძნებისა და აქტიურად მორვაწეობის 20 წელი შეუსრულდა.

ვულოცავთ უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციას და მის თითეულ წევრს ესოდენ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს.