კვლევა: საქართველოში გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ არაფერი გვეშველება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა.

კითხვაზე “თქვენი აზრით, გვეშველება თუ არა რამე?” 59 პროცენტის პასუხი დადებითია, ხოლო 30 პროცენტის პასუხი უარყოფითია, 11 პროცენტმა პასუხს თავი აარიდა.

კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა.