ამ წუთებში ხმაურია ბასიანთან და კაფე გალერიში

დააკავეს “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი, თუმცა ის აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს არ გაატანეს და გელბახიანი კლუბის შენობაში შეიყვანეს.

ადგილზე იმყოფება კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ჭელიძე, რომელიც ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.

ამ წუთებში კლუბის ტერიტორიაზე ხმაურია. პოლიციის ყველა მანქანა ხალხს ყავს მომწყვდეული და ვერ ხერხდება დაკავებულების ტერიტორიიდან გაყვანა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ  პარალელურად რუსთაველზე, კაფე გალერიში,სპეცრაზმი და პოლიციაა შესული.