“ვიშიმშილებთ ბოლომდე, თუნდაც მოვკვდეთ, მეორე დღეს მაინც არავის ვემახსოვრებით” (ვიდეო)

გმირთა მოედანზე ამ დროისთვის ორი ვეტერანი შიმშლობს. მესამე ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაშა გადაყვანილი.

მოშიმშლეები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის პენსიის 500 ლარამდე გაზრდას და ვეტერანთა შესახებ კანონის მიღების დაჩქარებას მოითხოვენ.

მათი თქმით, იშიმშილებენ სიცოცხლის ბოლო წუთამდე.

-“ვიშიმშილებთ ბოლომდე, თუნდაც მოვკვდეთ, მეორე დღეს მაინც არავის ვემახსოვრებით” – ამბობენ ვეტერანები.

ისინი პრემიერის ან მისი წარმომადგენლის ადგილზე მისვლას ითხოვენ.