ორთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში შეხვედრა განახლდა

ორთვიანი პაუზის შემდეგ დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა განახლდა.

უკვე ცნობილია, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელი შეხვედრებზე შეიცვალა. აქამდე ოკუპირებულ ცხინვალს მურატ ჯიეოვი წარადგენდა, დღეიდან კი ეგორ კოჩიევი ჩაერთვება მოლაპარაკებებში.

დღეს ქართული მხარის ჯგუფს, კახაბერ ქემოკლიძის ნაცვლად, ირაკლი ანთაძე უხელმძღვანელებს. განხილვის საგანი, ტატუნაშვილის საკითხის გარდა, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტები და სოფელ ნიქოზში ოკუპანტების მიერ გავლებული ხნულებიც იქნება.