“ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას განათლების სისტემის ლიბერალიზაცია სჯობს”

მუხრან ბურჭულაძე

“ლიბერალ-დემოკრატების” თავმჯდომარე

ეროვნული გამოცდები უნდა გაუქმდეს;

საგანმანათლებლო ბიზნესი უნდა განთავისუფლდეს ყოველგვარი გადასახადისგან;

საგანმანათლებლო ბიზნესისთვის რეგიონებში უნდა გამოიყოს მიწა უფასოდ;

ყველა რეგიონალურ ცენტრში უნდა დაფუძნდეს საუნივერსიტეტო ქალაქი;

ყველა რეგიონში უნდა აშენდეს მაღალი სტანდარტის სტუდენტური საცხოვრებელი;

სტუდენტი უნდა განთავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადიდან;

საქართველოს თავისუფლება და კეთილდღეობა ცოდნაშია. განათლების სისტემის რეფორმა ლიბერალების გასატარებელია.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას განათლების სისტემის ლიბერალიზაცია სჯობს.

მივცეთ მომავალ თაობას განათლების უფლება.