უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში – გილოცავთ!

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, საქართველოს თითეულ მოქალაქეს ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების საიუბილეო დღეს.

-“საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების დღეს, რაც უდიდესი მონაპოვარია ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, თუ პრეისტორიას გავიხსენებთ: სამწუხაროდ არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ორმა დიდმა მოვლენამ – მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩასახულმა ეროვნულმა მოძრაობამ და პირველმა მსოფლიო ომმა – განაპირობა, რომ არა ამ ფაქტორების თანხვედრა, ვერც საქართველო და ვერც რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი სხვა ერები დამოუკიდებლობას ვერ მოიპოვებდნენ, პირველმა მსოფლიო ომმა რუსეთის სახელმწიფო მიიყვანა კრიზისამდე, რომელიც დამთავრდა 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციითა და რომანოვების დინასტიის აღსასრულით“, ამ იმპერიაში მცხოვრებმა დაპყრობილმა ერებმა მიიღეს იმისი წინაპირობა, აღედგინათ დამოუკიდებლობა. ქართველი ერი აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ რამდენიმე ერს შორის, რომელმაც შეძლო დაეგვირგვინებინა ეს 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით. ხოლო საბჭოთა რუსეთი როგორც ყოველთვის მაშინაც ვერ შეეგუა საქართველოს დამოუკიდებლობის ფაქტს როგორც თავისუფლების მოყვარე სახელმწიფოს ამიტომაც 1921 წლის 25 თებერვალს მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არანაირი იურიდიული საბუთი არ დაუტოვებია იმისა, რომ მან ძალაუფლება გადასცა რომელიმე სხვა ძალას  ანუ საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრა დაფიქსირდა როგორც ოკუპაცია და, საერთაშორისო სამართლით, ეს იყო ოკუპაცია ოკუპაციის ფაქტის დაფიქსირებამ მნიშვნელოვნად გააადვილა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

ამ და სხვა არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველი ერი გაცილებით რთული ამოცანის წინაშე იდგა: „მონარქიული იმპერიის დამსხვრევა და იქიდან საქართველოს გამოხსნა ბევრად უფრო ძნელი ამოცანა იყო, ვიდრე საბჭოთა იმპერიის დანგრევა, იმიტომ რომ მონარქიას იმდროინდელი ნორმებით, ლეგიტიმურობა მოსდევდა. ეს იყო დინასტია, რომელსაც დაპყრობილი ჰქონდა გარკვეული ტერიტორიები და ითვლებოდა, რომ დაპყრობის შედეგი არის კანონიერი ფლობა.

უდავოა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველომ შეძლო დაშლის პირას მისული საბჭოთა იმპერიიდან თავის დაღწევა. 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ქართველი ხალხის ეროვნულმა ძალებმა, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, აღასრულეს ქართველი ერის ნება და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინეს. რაც უდიდეს მონაპოვრად დარჩება საქართველოს ისტორიაში რომელსაც სათუთი დამოკიდებულება და გაფრთხილება სჭირდება – აღნიშნა ჟურნალისტთან საუბარში უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ.