მშობლებო, ბავშვებში დიაბეტის მიმდინარეობა რომ არ გამოგვეპაროს – ენდოკრინოლოგის რჩევა

ადვილად დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილიანობა, ხასიათის ცვლილება, დეპრესია, ყაბზობა, წნევის მატება, კანის სიმშრალე, წონის უმიზეზო მატება ან კლება-ეს ის სიმპტომებია , რომელიც ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით მსოფლიოში 350 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადებულია დიაბეტით; შესაბამისი ინტერვენციების გარეშე, მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი უფრო გაუზარდოს, გაორმაგდეს და დიაბეტით სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მე-7 ადგილს დაიკავოს. ყოველწლიურად მსოფლიოში 3.4 მილიონი ადამიანი იღუპება დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების გამო.

დიაბეტით სიკვდილიანობის თითქმის 80% დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში აღინიშნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიას დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში დიაბეტის და მისი გართულებების ეპიდზედამხედველობის, პროფილაქტიკისა და კონტროლის ეფექტური ღონისძიებების ხელშეწყობა და მხარდაჭერა შეადგენს.

რა უნდა ვიცოდეთ შაქრიანი დიაბეტის შესახებ ბავშვებში? გვესაუბრება საუნივერსიტეტო კლინიკა „მედელიტის“ ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლიკა კაჭარავა:

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელების გამო შაქრიანი დიაბეტი აღიარებულია გლობალურ პრობლემად. პირველ ადგილზეა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შემდეგ ონკოლოგიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი გახლავთ მესამე ადგილზე.  2011 წელს მსოფლიოში იყო 349 მილიონი ადამიანი იყო შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, 2025 წლისთვის რაოდენობა სავარაუდოდ გაორმაგდება, საქართველოც არ გახლავთ ამ მხრივ გამონაკლისი, დაავადების გავრცელება ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ მაღალია და წლიდან წლამდე მატულობს. რაც შეეხება ბავშვებს, დღევანდელი მონაცემებით 950 ბავშვია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული.

-ქ-ნო ლიკა, რა სიმპტომებით ხასიათდება აღნიშნული დაავადება?

-ჯერ აღვნიშნოთ, რომ არსებობს ორი ტიპის შაქრიანი დიაბეტი: შაქრიანი დიაბეტი ტიპი1 (ბავშვთა და ახალგაზრდათა) და ტიპი 2 (მოზრდილთა) , რომლებიც პათოგენეზით, ეტიოლოგიური ფაქტორებით და მართვის წესითაც სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. დიაბეტის მიმდინარეობა რომ არ გამოგვეპაროს, მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება შემდეგ ფაქტორებს: კლინიკური სურათი ძალიან მარტივია-პირის სიმშრალე, გახშირებული შარდვა, გაძლიერებული წყურვილი, წონაში კლება. მოგეხსენებათ, ბავშვებში ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს რეაგირება.

– საინტერესოა რა ვითარება გვაქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე?

-ენდოკრინოპათიებში დიაბეტის შემდეგ ყველაზე გავრცელებულია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რომელიც არ ჩამოუვარდება დიაბეტის სტატისტიკურ მაჩვენებელს. მივესალმები საქართველოში პრევენციის თვალსაზრისით დანერგილ სკრინინგ პროგრამებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ფარისებრი კიბოს ადრეულ სტადიაზე დროულ გამოვლენას.

-რა ფაქტორები უწყობს ხელს დიაბეტის ჩამოყალიბებას?

-ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი ტიპი 2 დიაბეტის (მოზრდილთა) შემთხვევაში არის სიმსუქნე, რომელიც ასევე გლობალურ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოში. რა თქმა უნდა სიმსუქნე არ უნდა აღვიქვათ, როგორც ვიზუალურ მხარედ, არამედ ის არის სერიოზული დაავადება. 21-ე საუკუნეში მსოფლიოში ჭარბი წონა და სიმსუქნე მასშტაბურ მედიკო-სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში უნდა მოხდეს სიმსუქნის მიზეზის დადგენა, შემდგომ აუცილებლად ენდოკრინოლოგთან ერთად მკურნალობის და სწორი კვების შერჩევა. კვების რაციონთან ერთად კარგია ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც ფეხით სიარული , ექიმთან შეთანხმებული ზომიერი ვარჯიში, ან ცურვა. დიაბეტი ტიპი 1 -ის შემთხვევაშიკი რისკ ფაქტორია აუტოიმუნური დაავადებები. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დიაბეტი ტიპი 2 -ის მაჩვენებელი ბავშვებშიც გაიზარდა, რომელიც ასევე დაკავშირებულია სიმსუქნესთან. სიმსუქნესთან ერთად არასწორი ცხოვრების წესი, სწრაფი კვების ობიექტების ხშირი მომხმარებლები.

– როგორ ვიცი ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ეს არის კვლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიის გამოსავლენად, კიდევ რა სახის კვლევებია საჭირო?

– ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ეს არის კვლევის პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი მისი ზომებისა და სტრუქტურული ცვლილებების გამოსავლენად. შემდგომი გახლავთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური კვლევა-ჰორმონალური სტატუსის შეფასება, თუ ეს კვლევები საკმარისი არ აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში ტარდება უფრო ფართო კვლევები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა.

-რა ასაკიდან არის რეკომენდირებული ბავშვებში ფარისებრი ჯირკვლის კვლევები ჩატარება?

-მივიჩნევ , რომ 4 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული გამოკვლევა, თუ რამე განსაკუთრებული ჩვენება არ გვაქვს. 4 წლის შემდეგ კი ექოსკოპია შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვალზე, რომელის მოგვცემს სრულიად საკმარის სურათს.

მაია ცომაია

საუსაუნივერსიტეტო კლინიკა “მედელიტში” წამყვანი, ცნობილი და პროფესიონალ ენდოკრინოლოგთა გუნდი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში! სრულყოფილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის, სიმსუქნის, ფარისებრი ჯირკვლის და სხვა ენდოკრინული დაავადებების მკურნალობა!

კლინიკა „მედელიტში“ მოქმედებს შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა მისამართი : შანხაის დასახლება, გოგი გეგეჭკორის ქ. 3 (შესასვლელი ალექსანდრე ყაზბეგის 34-დან)

ტელ: 2 144 044