ფრინველის წამება – ნისკარტის, ბიბილოს, ფრთების მოჭრა ანდა ბუმბულის მოგლეჯა…

reginfo – ს ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი დადგენილება მიიღო, რომელშიც ლაპარაკია,  შინაური ცხოველების მიმართ მოპყრობაზე.

დადგენილების მიხედვით, შინაური ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება ზოოფილური აქტის ჩადენა, ასევე ნისკარტის, ბიბილოს, ფრთების მოჭრა ანდა ბუმბულის მოგლეჯა.

დადგენილების თანახმად, ამგვარი სასტიკი მოპყრობის ჩამდენ პირთა მიმართ ამოქმედდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, ხოლო მეპატრონეს პოლიცია დაუყოვნებლივ ჩამოართმევს ცხოველს და სპეციალურ თავშესაფარს გადასცემს.

ასეთ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება ექნება სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ჩამორთმეული ცხოველის დაბრუნება მოითხოვოს.