არმაზ ახვლედიანი: “ოცნება” ყველა საშუალებით მებრძვის!

არმაზ ახვლედიანი

ბათუმის ცენტრალური ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი.

-„ოცნება“ ხვდება, რომ მის მიმართ ნდობა დაკარგულია და არჩევნებს რეალურად აგებს. ამიტომ ცდილობს გამოიყენოს ყველა უკანონო და დაუშვებელი მეთოდი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. “ოცნება” იმას აკეთებს, რის გამოც თავის დროზე “ნაციონალურ მოძრაობას” მწვავედ აკრიტიკებდა, კვლავაც შანტაჟი, დაშინების და მოსყიდვის გზაა ამ არჩევნების მთავარი მახასიათებელი. ჩემს მაგალითზეც შემიძლია გითხრათ, რომ “ოცნება” ყველა საშუალებით მებრძვის. აშინებენ ადამიანებს, რომლებსაც სურთ მოვიდნენ წინასაარჩევნოდ შეხვედრებზე. გაასმაგებულიათვალთვალი სუსი-ის მხრიდან. ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გადაიბირონ ჩემი შტაბის წევრები. ზოგიერთ ტელევიზიაში ჩემი სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. ადამიანებს, რომლებსაც სურთ ფინანსურად მხარი დაუჭირონ ჩემს წინასაარჩევნო კამპანიას, ამის უფლებას არ აძლევენ.

ახვლედიანის თქმით, აჭარაში ლევან ვარშალომიძეს ჰყავს მხარდამჭერები და ეს “ოცნების” ბრალია.

წყარო: „მთელი კვირა“

 

 

კომენტარის დატოვება