მაჩალიკაშვილი: მე შვილი ორჯერ მომიკლეს!

მალხაზ მაჩალიკაშვილმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებს.

-ეს დუნია ასეთია, ვიღაცეები კვდებიან, ვიღაცეები მოდიან…მუდმივი არავინ არ არის. ჩემი შვილი სასტიკად მოკლეს! მძინარე დახვრიტეს საწოლში, ესეც არ იკმარეს და ტერორიზმში დაადანაშაულეს და ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მისი სიკვდილი. მე შვილი ორჯერ მომიკლეს!

ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!