ყველა მეტროსადგური დაკეტილია

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია.

პარალელურად მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა, ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება. მემანქანეების ნაწილი შიმშილობას აგრძელებს.

გუშინ სატრანსპორტო კომპანიამ მემანქანეებს გაფიცვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ გაფიცვის შემთხვევაში მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებს.