გია ბერძენიძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე ოფიციალურად დარეგისტრირდა

ომის ვეტერანები საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე გია ბერძენიძის დანიშვნას ითხოვენ.

როგორც „მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი ამბობს, მათ ყველა ინსტანცია წარმატებით გაიარეს და დღეს გია ბერძენიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს.

– მებრძოლ პატრიოტები მხარს ვუჭერთ გია ბერძენიძის კანდიდატურას, მთავარ პროკურორის თანამდებობაზე, მერწმუნეთ მისი სუფთა წარსულით, განვლილი გზით, თავისი პროფესიონალიზმით  და სახელმწიფოებრივი აზროვნებით, ყველაზე მისასალმებელი კანდიდატია, ადამიანი, რომელსაც უდიდესი დამსახურება გააჩნია ქვეყნის წინაშე, გთხოვთ კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს, მხარი დავუჭიროთ ამ ღირსეულ ადამიანს, დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება ბატონი გია ბერძენიძე“-აცხადებს ქვარიანი.

შეგახსენებთ, რომ გია ბერძენიძის კანდიდატურის წარდგენა გმირთა მემორიალთან მოხდა.