მთავარი პროკურორის პოსტზე უკვე 3 კანდიდატია წარდგენილი

იუსტიციის სამინისტრო მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საპროკურორო საბჭოს საიტზე განათავსებს. სამინისტროს უკვე წარედგინა ორი კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე. მათი წარდგინებები და ბიოგრაფიები საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge − შემოსვლისთანავე აიტვირთა. პროცესით დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია, ნახოს წარდგენილი კანდიდატების ვინაობა, რეკომენდატორი ორგანიზაციები და სხვა დოკუმენტები.

კანდიდატი N1 – 04.06.2018; პაატა შავაძე
კანდიდატი N2 – 04.06.2018; ზურაბ ჯორბენაძე
კანდიდატი N3 – 08.06.2018; გია ბერძენაძე