პრემიერობის ახალ კანდიდატად მამუკა ბახტაძე დასახელდა

ქართული ოცნების ოფისში პრემიერმინისტრის კანდიდატზე მსჯელობა დასრულდა და უმრავლესობის ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერობის ახალ კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მსჯელობა აქციის ფონზე მიმდინარეობდა,ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავდნენ. ისინი ხელისუფლებას ზარალის სრულად ანაზღაურებას სთხოვენ.

ახალი პრეიერი ახალ გუნდს წარადგენს, გავრცელებული ინფორმაციით მინისტრთა ახალ კაბინეტში აღარ იქნება მოქმედი 4 მინისტრი.