“თბილისის ცის ქვეშ” – 16 ივნისის განრიგი

გრძელდება თბილისის მერიის პროექტი- “თბილისის ცის ქვეშ”, რომელიც ზაფხულის სეზონის განმავლობაში მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობს.

16 ივნისს დაგეგმილია:

12:00-19:00 საათი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია- ფესტივალი „თბი-ლისი“-ს ფარგლებში გაიმართება აქტივობები სპორტის შემდეგ სახეობებში: 3X3 კალათბურთი, ქუჩის ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მფრინავი დისკი, ბუშტების ფეხბურთი, მინი გოლფი, მკლავჭიდი, ფრენბურთი. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება არტ-მარკეტი, ხოლო საფესტივლო დღეს დახურავს MokuMoku-ს კონცერტი.

14:00 საათი- ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი – ,,გადავარჩინოთ სიტყვა;’’

16:00 საათი-ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი- ,,ნორჩი კომპოზიტორები;’’

ოლიმპიური აუზი- “ქ. თბილისის ღია ჩემპიონატი სინქრონულ ცურვაში გოგონათა შორის;”

18:00 საათი -ახმეტელის თეატრის პრემიერა- „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა;“

16:00-20:00 საათი, მზიურის პარკი- ფერების ფესტივალი

20:00 საათი, წინამძღვრიშვილის ქ#77 – “მრავალხმიანი თბილისური ეზო” (ანსამბლი “ანჩისხატი” და ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ეთნომუსიკოლოგი ბენ უილერი; მოდერატორი – რატი ამაღლობელი);