ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი 51-ე სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს

დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლები და ადვოკატები დაკითხეს. ხორავას ქუჩაზე მოკლული, ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი 51-ე სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის გადადგომას ითხოვს.

ხათუნა მაღლაკელიძე ამბობს, რომ დირექტორს  სკოლაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს.

„სასამართლომ ეს ფაქტი დადასტურებულად ცნო, რომ იმ ორი ბავშვის მიმართ, ა.ს. და თ.ჩ-ს მიმართ განხორციელდა გარკვეული ტიპის ძალადობა, თუმცა, მე ვე ვიგრძენი მორალური პასუხისმგებლობა დირექტორისგან. მაშინ, როდესაც მთავარი პროკურორი გადადგა თანამდებობიდან, დირექტორი ინარჩუნებს თავის თანამდებობას, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია,“ – განაცხადა ადვოკატმა.