რუსეთმა სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ავრცელებს. ამის შესახებ Rferl-ი წერს.

მათი განმარტებით, დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ სირიის ქალაქ დარააში 20-მდე ავიადატყმა განხორციელდა.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე მოსკოვში კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

მანამდე ვაშინგტონმა მოსკოვს მოუწოდა სირიის „დეესკალაციის ზონაში“ საომარი მოქმედებები შეაჩეროს. სირიაში მხარეებს სამხედრო ესკალაციის დროული შეწყვეტისა და მეტი თავშეკავებულობისკენ გაეროს გენერალურმა მდივანმაც მოუწოდა.

დარაა პირველი ქალაქია, სადაც 2011 წელს ასადის დიქტატურის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ადგილობრივები ქალაქ დარაას მეამბოხეების ტერიტორიას უწოდებენ.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 22 ივნისს სირიის ჯარი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით დაიძრა, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეთანხმების საფუძველზე დეესკალაციის ზონაა განთავსებული. ერთ-ერთი ვერსიით, სირიის პრეზიდენტ ასადს გოლანის მაღლობების დაბრუნება სურს.

1967 წელს, როდესაც ისრაელმა 3 არაბულ სახელმწიფოს 6 დღიანი ომი მოუგო, ისრაელის ჯარმა სირიის დასავლეთით მდებარე გოლანის მაღლობების ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. 1981 წლიდან ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა ეს ადგილი საკუთარ ტერიტორიად ცნო.