იაპონელი კაცი დაუსახლებელ კუნძულზე 29 წელი შიშველი ცხოვრობდა

იაპონელი მასაფუმი ნაგასაკი კუნძულ სოტობანარზე 29 წელი ცხოვრობდა ბრინჯით იკვებებოდა და ცივილიზაციიდან სრულიად მოწყვეტილი, ბუნებაში შიშველი დადიოდა, თუმცა ხელისუფლებამ თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ, ისევ ცივილიზაციაში დააბრუნა.

ამის შესახებ Foxnews-ი წერს.

კაცი ახლა 82 წლისაა, ქალაქში კი მეუღლე და ორი შვილი დატოვა. 1989 წლამდე ის ქარხნის მუშა იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც შეიტყო ამ კუნძულზე, გადაწყვიტა, ცხოვრება სრულად შეეცვალა.

მედიამ ის პირველად 2012 წელს გაიცნო.

„ცივილიზაციაში ადამიანები მე თავს მაგრძნობინებენ, თითქოს იდიოტი ვიყო. ამ კუნძულზე კი, თავს ასე არ ვგრძნობ.

იპოვო ადგილი, სადაც ისურვებდი, რომ მოკვდე, – ძალიან მნიშვნელოვანია. გადავწყვიტე, რომ ჩემთვის სწორედ ესაა ის ადგილი“ – თქვა მან რამდენიმე წლის წინ Reuters-თან საუბრისას.

აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ კაცი კუნძულიდან გააძევეს. კუნძულს ერთი ადამიანი ესტუმრა და როცა დასუსტებული კაცი დაინახა, პოლიცია გამოიძახა.

კაცმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ახლა ის სახელმწიფო საცხოვრებელშია.