ყველაზე ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა მომავალში ხეების გაჩეხვის აღსაკვეთად, თუ “ორბი” ჯგუფის სახლში არ დასახლდებიან!

მხატვარი და რეჟისორი ანტონ ბალანჩივაძე თბილისში ხეების მოჭრის ფაქტს ეხმიანება:

-„სამწუხაროა, რომ ამ მოჭრილი ხეების ადგილას აშენებულ სახლებში ბინები მაინც იყიდება და ხშირად ის ხალხიც სახლდება იქ, ვინც გმობდა თავიდან ხეების ჩეხვას. უამრავი მაღაზია, სანაყინე, რესტორანი, რომლებიც მრავალწლიანი, გიგანტური ხეების ხარჯზე აშენდა, – მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა იცოდა ეს თავიდანვე, – დღესაც სავსეა ხალხით. ხშირად იმ ადამიანებითაც, ვინც აქციებზე დადიოდა ხეების დასაცავად.

სამოქალაქო, პირადი პროტესტი, რომლის ფორმას მართალია ყველა სხადასხვანაირად ირჩევს, მაგრამ ბოლომდე ახროციელებს – უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ყველაზე ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა მომავალში ხეების გაჩეხვის აღსაკვეთად, როდესაც იმ სანაყინეში 70 წლიანი ჭადრების ადგილას რომ აშენდა ნაყინს აღარ იყიდიან, თუნდაც ძალიან რომ უნდოდეთ. და ამ “ორბი” ჯგუფის სახლში არ დასახლდებიან, რადგან ეცოდინებათ, რომ ამით ხელს უწყობენ ვანდალიზმს მომავალშიც!..“

კომენტარის დატოვება