ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. საგამოცდო ცენტრები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავშია განთავსებული.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ პროცესს 147-ე სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დაესწრო, რომელმაც 2018 წლის ერთიანი გამოცდების ძირითად სიახლეებზე ილაპარაკა.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000 მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს, 8 საათზე დაიწყება.