მკითხველის კითხვებს პასუხობს „მედელიტის“ ენდოკრინოლოგი მათიკო სხირტლაძე

მკითხველის კითხვებს პასუხობს „მედელიტის“ ენდოკრინოლოგი მათიკო სხირტლაძე

კითხვა

-როგორ მოქმედებს ენდოკრინოლოგიური სისტემის გაუმართაობა ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე?

პასუხი

-ენდოკრინული სისტემის გამართულობა აუცილებელი პირობაა ადამიანის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის!

კითხვა

-შეიძლება, როცა სისხლში შაქრის დონე დაბალია, ამან თავბრუსხვევა გამოიწვიოს ღამით, ისეთი შეგრძნებით ვარ, თითქოს უნდა გავითიშო..

პასუხი

-სისხლში შაქრის დაბალმა მაჩვენებელმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ცნობიერების დაბინდვაც. აღნიშნული მდგომარეობა ვითარება იმ შემთხვევაში თუ პაციენტი იმყოფება ანტი დიაბეტურ მკურნალობაზე-იღებს მედიკამენტებს , ან იმყოფება ინსულინ თერაპიაზე. პაციენტმა აუცილებლად უნდა გაიზომოს სისხლში შაქრის დონე, თუ დაფიქსირდა შაქრის დაბალი მაჩვენებელი, მიიღოს საკვები და დილით მიმართოს ენდოკრინოლოგს მკურნალობის სქემის კორექციისთვის.

კითხვა

– 3 წლის წინ ჩიყვზე ჩავიტარე გამოკვლევა. იოდის ნაკლებობის გამო მაქვს ზომაზე ოდნავ შემცირებული. ერთი წლის მანძილზე ვსვამდი იოდიმარინს და შეიძლება ექიმის გარეშე გავაგრძელო ისევ მიღება?

პასუხი

-პაციენტისთვის მიზანშეწონილია განმეორებითი ულტრაბგერითი და ჰორმონალური კვლევა, მკურნალობის გაგრძელების საჭიროება უნდა შეთანხმდეს აუცილებლად ენდოკრინოლოგთან.

კითხვა

– მაინტერესებს მამაკაცში ტესტოსტერონის მომატება რამდენად სახიფათოა და თუ იწვევს რაიმე სერიოზულ დაავადებას?

პასუხი

-პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება ანდროლოგისა უროლოგის კონსულტაცია.

კითხვა

– თითქმის წელიწადია, რაც ჩიყვის ოპერაცია გავიკეთე . ფარისებრი მთლიანად ამომიღეს, მას მერე უცებ მოვიმატე , ვსვამ ლ–თიროქსინს 75 მგ, TSH–0,4623, ამასთან ერთად მაქვს მენო პაუზა. ძალიან განვიცდი მომატებას და იქნება მირჩიოთ როგორ მოვიქცე. ენდოკრინოლოგმა მითხრა რომ მაქვს ინსულინორეზისტენტობა. ინტერნეტში წავიკითხე რომ ეს იგივე შაქრიანი დიაბეტი 2 ტიპია.. მაინტერესებს ერთი და იგივეა თუ დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიზარდოს?

პასუხი

-თირეოიდექტომიის შემდეგ პაციენტს მუდმივად ესაჭიროება ჩანაცვლებითი თერაპია, მაგალითად ლ-თირექსონი, რაც ადექვატურია. წონაში მატება კი, ვფიქრობ მენოპაუზით და ინსულინ რეზისტენტობით არის გამოწვეული. აუცილებელია ინდივიდუალური კვების გეგმის შედგენა განსაზღვრული კალორაჟით, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით მკურნალობა. თავისთავად სიმსუქნე და ინსულინ რეზისტენტობა შეიძლება ჩაითვალოს დიაბეტი ტიპი 2-ის წინარე მდგომარეობად. პაციენტი საჭიროებს ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობას.

საუნივერსიტეტო კლინიკა

“მედელიტი“

სრულყოფილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის, სიმსუქნის, ფარისებრი ჯირკვლის და სხვა ენდოკრინული დაავადებების მკურნალობა!

შეგახსენებთ: კლინიკა „მედელიტში“ მოქმედებს შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა!

მისამართი : შანხაის დასახლება, გოგი გეგეჭკორის ქ. 3 (შესასვლელი ალექსანდრე ყაზბეგის 34-დან)

ტელ: 2 144 044