რუსეთის წინააღმდეგ 6 თვით გახანგრძლივებული სანქციები ძალაში შევიდა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. დადგენილება ძალაში 9 ივლისიდან შევა.

„2018 წლის 5 ივლისს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკის გარკვეული სექტორების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციები 2019 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. გადაწყვეტილება ძალაში 9 ივლისს შედის“ – ნათქვამია ევროკავშირის დადგენილებაში.

https://www.teletrader.com/eu-to-prolong-anti-russia-sanctions-for-6-more-months-report/news/details/43968105?ts=1531121249317

ეკონომიკური სანქციები 2019 წლის იანვრის ბოლომდე, ანუ კიდევ 6 თვით გაგრძელდა. შეზღუდვები რუსეთის ენერგეტიკულ, საბანკო და ფინანსურ სექტორებთან თანამშრომლობას ზღუდავს.