“აუცილებელია შრომის უსაფრთხოების სწორი და საჭირო სტანდარტების ერთხელ და საბოლოოდ დამკვიდრება”

თბილისის მერი მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ საჭიროა შრომის უსაფრთხოება.

-მორიგი ტრაგედია დარტიალდა მაღაროელების ქალაქში… მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები…
ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ტრაგედიას, ვგლოვობ თითოეულ შეწყვეტილ სიცოცხლეს და ჩემი დღევანდელი პოზიციიდან ძალისხმევს არ დავიშურებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო შრომის უსაფრთხოების სწორი და საჭირო სტანდარტების ერთხელ და საბოლოოდ დამკვიდრებაში”-აცხადებს კახა კალაძე.