ძლიერი მიწისძვრა იტალიაში-არის მსხვერპლი

ტელეარხი RaiNews24. გადმოცსემს, რომ იტალიის ქალაქ ამატრიჩეს მერმა იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ განაცხადა:

-„ქალაქების ნახევარი აღარ არსებობს! ხალხი სპორტულ დარბაზში იკრიბება, არ გვაქვს ელექტროენერგია, არის მსხვერპლი“.

The Telegraph-ის ინფორმაციით იტალიის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობები. იტალიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არის მსხვერპლი. ადამიანების უმეტესობა ფსიქოლოგიურ შოკშია. ხალხში პანიკაა.

ოფიციალური ინფორმაციით არკუატა-დელ-ტრონტოში გარდაცვლილთა რაოდენობამ ამ ეტაპზე ექვსს მიაღწია.

მიწისძვრის გამო  Facebook-მა იტალიაში ფუნქცია Safety Check გაააქტიურა.

proxy

კომენტარის დატოვება