ტრამპი მოსკოვში ჩავა – პუტინის მიწვევა მიღებულია

Reuters-ი თეთრი სახლის წყაროზე დაყრდობით წერს, რომ აშშ-ს პირველი პირი მოსკოვში ჩავა.

გამოცემა წერს:

“პრეზიდენტი ტრამპი სულმოუთქმელად ელის პრეზიდენტი პუტინის ჩასვლას ვაშინგტონში. ის ასევე მზადაა ჩავიდეს მოსკოვში, მას შემდეგ რაც მიიღებს ოფიციალურ მიწვევას”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმიდვანმა სარა სანდერსმა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვიზიტი შედგება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ამერიკელი ვიზიტი ოფიციალურ მიწვევას მიიღებს.

უფრო ადრე კი ისევ თეთრ სახლში აცხადებდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მორიგი შეხვედრა 2019 წლამდე გადაიდო. ამის მიზეზი აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე დაწყებული გამოძიებაა.