ჯარიმა 19 მილიონი ევრო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა

კლუბ „იუვენტუსის“ თავდამსხმელს, კრისტიან რონალდუს გადასახადების არ გადახდის გამო ჯარიმის სახით 3,2 მილიონი ევრო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება. თუმცა ესპანეთის კანონების მიხედვით, ფეხბურთელი დიდი ალბათობით ციხეში არ მოხვდება, მაგრამ ექნება 2 წელი პირობითი.

ჯარიმის გარდა რონალდუ საგადასახადო ორგანოებს მიყენებული ზარალის გამო 5,7 მილიონ ევროს გადაუხდის. მას მოუწევს დარიცხული პროცენტბით დამატებით 1 მილიონი ევროს გადახდა და ყოველდღიურად 250 ევროს გადახდა 2 წლის განმავლობაში.

მთლიანობაში, თანხა, რომელსაც რონალდუ ამ საქმეზე გადაიხდის 19 მილიონი ევროა.

გასული წლის ივნისში ფეხბურთელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ არასდროს არიდებდა თავს გადასახადების გადახდას.