დღეს წმინდა ილია მართლის და პატრიარქის ანგელოზის დღეა

2 აგვისტო წმინდა ილია მართლის და პატრიარქის ანგელოზის დღეა. ილია მეორე საზეიმო წირვა-ლოცვას ჩაატარებს.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისგან, სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოს იერონიმე მეორისგან და რომის პაპ ფრანცისკესგან ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით მილოცვები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

“წმინდა ილია წინასწარმეტყველის მობინადრეები ვართ, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალ ხუთშაბათს გველოდება წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენება. გვექნება საზეიმო წირვა-ლოცვა. იმავე დღეს არის ხსენება წმინდა ილია მართლისა”,- განაცხადა გასულ კვირას ქადაგებაზე პატრიარქმა.