ნაცვლიშვილს არსებული საპენსიო რეფორმა არ მოსწონს, მას ალტერნატივა აქვს…

პარლამენტის წევრის, “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილის ბექა ნაცვლიშვილის თქმით, თუ მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა ამოქმედდება, მაშინ მოქალაქეები გაზრდილ პენსიას მხოლოდ 25 წლის შემდეგ მიიღებენ. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებულ საპენსიო რეფორმაში გათვალისწინებული არ არის სახელფასო უთანასწორობისა და ზოგადად, უთანასწორობის საკითხი.

“ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც ჩვენც გავითვალისწინეთ, შესაბამისად, ჩვენი საპენსიო სისტემა ეფუძნება სოლიდარობის პრინციპს, მთავრობის ეფუძნება მთავრობის მიერ შემოთავაზებული “ყველა ზრუნავს საკუთარ თავზე პრინციპს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობას არ ექნებოდა იმ სპეციფიკის გათვალისწინების შესაძლებლობა, რომელიც არის უთანასწორობა და მყისიერად გაზრდილი პენსიის მიღება”,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

როგორც გაირკვა, ბექა ნაცვლიშვილს ალტერნატიული რეფორმა აქვს, რომელიც  თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს გულისხმობს და მისი თქმით უფრო ეფექტურია.