სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერილი ლექსი…

შინდისის ბრძოლის 17 გმირს შორის იყო მიშიკო დვალიაშვილი.

მიშიკო დვალიშვილის ცხედარი შინ რომ მიასვენეს, მას ყველაფერი თან ჰქონდა – იარაღიც, ჯავშანჟილეტიც და მობილური ტელეფონიც…

ჯიბეში კი ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც  სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა ლექსი

„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები..
ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ”..

მიშიკოს ბავშვობიდან სიგიჟემბე ყვარებია საქართველო და სწორედ სამშობლოს შესწირა თავი.