მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ეჭვმიტანილ მალხაზ კობაურს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იცავს.

იხ.

https://www.gmtv.ge/44480-2/

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. ამის აუცილებლობაზე საუბრობს დაცვის მხარეც.

ადვოკატის განცხადებით, ისინი სავარაუდოდ კვირის ბოლომდე მოითხოვენ, რომ მას დამოუკიდებელი ექსპერტების, ექიმებისა და ფსიქოლოგების მონაწილეობით ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა.

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურისადვოკატები საქმეში არსებულ ბუნდოვანებაზე საუბრობენ.

უფლებადამცველები არც მოკლული ლორა სმიტის  გაუპატიურებასთან  დაკავშირებით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას ეთანხმებიან.