“გმირობა” ხელშეუხებლობის გარანტიით! ” – სირცხვილია!“

გიორგი ტიგინაშვილი

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია

„სად იყო მეუფე შიო 2008 წლის აგვისტოში? სად და პატრიარქის გვერდით ყველაზე სარისკო რეგიონში“- – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

  და რატომღაც ავიწყდება, ან შეგნებულად არ ახსენებს იმ ვალდებულებებს, რომელიც ასეთ ექსტრემალურ თუ ფორსმაჟორულ ვითარებაში ადგილობრივ მღვდელმთავარს ეკისრება საკუთარი ეპარქიის სამწყსოს მიმართ.

სინამდვილეში, წმინდა წერილისეული პრინციპების, სჯულის კანონის, სახარებისეული მორალის, სინდისისა და მართვა-გამგეობის დებულების თანახმად ნებისმიერი წევრი სინოდისა ვალდებულია იყოს გაჭირვებაში მყოფი, საკუთარი მრევლის მხარდამხარ, მითუმეტეს ქალაქ სენაკს გორზე არანაკლები განსაცდელი გადახდა, რაც გამოიხატა აეროდრომის აღებაში, სამხედრო ბაზის ძარცვაში, მოროდიორობაში, მოსახლეობის დაწიოკება-დატყვევებაში და ა.შ. ამ სიტუაციაში კი მიტროპოლიტი შიო არათუ ყველაზე “სარისკო რეგიონში”, არამედ პირიქით, სწორედაც რომ ყველაზე უსაფრთხო და კომფორტულ ადგილას (მთელი ომის მანძილზე თბილისში და რამდენიმე საათით გორში კათალიკოს-პატრიარქთან ერთად) იმყოფებოდა იმ უმძიმეს დღეებში, რომელსაც იცავდა როგორც ცალკე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ისე რუსეთის გენერალიტეტი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს შუამავლობით, ილია II-ის და მისი თანმხლები პირების უსაფრთხოება გარანტირებული იყო რუსეთის სამხედრო ელიტასთან და იმ ბატალიონებთან, რომელიც ადგილზე გვეომებოდნენ.

ასე, რომ ეს ყოვლადუსუსური პიეტეტი, ვითომ გამამართლებელი “არგუმენტი” და “მტკიცებულება”, პირიქით, მეუფე შიოს ღირსებისა და მისი რეპუტაციის საწინააღმდეგოდ მიუთითებს მხოლოდ.

სირცხვილია! სამწუხაროდ მოსაყდრე შიოს საქციელს ღალატი, უპასუხისმგებლობა და ეგოიზმი ჰქვია…

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოები გადაღებულია 15 აგვისტოს!

P.S. 15 აგვისტოს ფოტოს რომ დებენ და მეუფე შიოსთან მიმართებით კითხვა სულ სხვა რამეს ეხება, ამას ნუთუ ვერ ხვდებიან? სად იყო 7-დან 15-მდე? ანდაც, დავუშვათ და ცხინვალში გაყვა პატრიარქს 3 საათით. დანარჩენი დრო სად იყო? სად და საპატრიარქოს აპარტამენტებში!