„ისტორია, რომელიც სხვებმაც უნდა იცოდნენ, ამ ამბის მომსწრე თავად ვარ…მივესალმები მის კანდიდატურას“

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

თამაზ ჭეიშვილი თემურ შაშიაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას დადებითად აფასებს, ხმის მიცემასაც აპირებს, მაგრამ მანამდე ერთ ისტორიას იხსენებს.

იმ ღამით,,სასაფლაოდან დარეკეს,,!
____________

ისევ ქუთაისი.ისევ, ერთიათასცხრაასოთხმოცდათხუთმეტი წელი!ღამეა.იქნება ასე თერთმეტის ოცი წუთი.მე და ტელეკომპანია ,,რიონის,, ცხონებული პრეზიდენტი,ბადრი კაპეტივაძე ვსხედვართ თემურ შაშიაშვილის კაბინეტში.აღარ მახსოვს რატომ ვიყავით ასე გვიან,იქ.შაშიაშვილისთვის ეს ”გვიან” ,,ჯერ კიდევ ადრეს,, ნიშნავდა.
რეკავს ტელეფონი:
-გისმენთ თემურ შაშიაშვილი!
წარმოიდგინეთ რა ,,ისტორიული პერიოდია ,,!კრიმინალი აკონტროლებს ყველას და ყველაფერს.ქალაქის მერს ურეკავს ვინმე კანონიერი ქურდი,ესა და ეს.და ასეთი დიალოგი იმართება:
– ხომ იცი ვინ ვარ?
-კი!მერე?
-ამოდი სასაფლაოზე,ამა და ამ საფლავთან!
– რატომ?
– სალაპარაკოა!
– ხვალ არ შეიძლება?
– რა არის,ბატონო თემურ,სიბნელის და მკვდრების გეშინიათ?
– კარგი,მოვდივარ,ათ წუთში მანდ ვიქნები!
– ოღონდ მარტო!
-კი!
ე , ბიჯო,ჩავცვივდით პანიკაში მე და ბადრი!კაპეტივაძე ამბობს ქალაქის მილიციას ვაცნობოთო.მე არაფერს ვამბობ…მეტყველების და აზროვნების უნარი დავკარგე!დგება ეს ჩვენი მერი,ბატონი შაშიაშვილი და მიდის გასასვლელისკენ. მე და ბადრი ,მატროსოვებივით გადავეფარეთ უსაშველოდ განიერ კარებს.შაშიაშვილმა გაგვწია გვერდზე ორივე.აქ დამელოდეთო გვითხრა და წავიდა.მისი გასვლა იყო და შემოვიდა მძღოლი,წამხდარი , დაბნეული და გაფითრებული.
– სად წევიდა!
– სასაფლაოზე!-იდიოტივით ,,ჩავუშვი,, ქუთაისის შეფი.
– რა უნდა სასაფლაოზე?
ვზივართ,სამი კაცი კაბინეტში,და ველოდებით… ჩვენც არ ვიცით რას.გავიდა ათი წუთი,თხუთმეტი,ოცი…იღება კარები და შემოდის თემური .აუ!ლოდი მომცილდა გულიდან!
ჰო,რა მოხდა ბატონო თემურ?-სამ ხმაში დავსვით შეკითხვა.
– ველოდე და არ მოვიდა!
ამ დროს რეკავს ტელეფონი. ხმამაღლა მოლაპარაკე ჩართო.
– ბატონო თემურ,მეგონა არ ამოხვიდოდით!
– ეს რა იყო? ხუმრობა?
– არა,დარწმუნებული ვიყავი,რომ არ ამოხვიდოდით..აან…ან … სპცნაზს ამოიყვანდით. .. ტუუ-ტუუ-ტუუ…
– დამიკიდა!
– იმან კი არ დაგიკიდათ,თქვენ ,,დაიკიდეთ,,! – ამოილუღლუღა თვალებგაფართოებულმა მძღოლმა.
მთელი ღამე თეთრად გავათენე! …გამთენიისას ჩამეძინა…

ბოლოს კი ბატონმა თამაზმა ჩვენთან საუბარში დასძინა:

-ქართველი ჯიგარი!პატრიოტი!პატიოსანი!სიკეთით სავსე!უშიშარი!…მეტი რა ქნას, ეხლა?მე ორივე ხელით მივესალმები მის სურვილს და მიზანს გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი და გადაარჩინოს საქართველო!90-იან წლებში,ქვეყანას რომ მართავდა კრიმინალი,ქუთაისს ვერ მიეკარენ ,,შავები,,!ააყვავა მაშინ ქუთაისი თემურ შაშიაშვილმა! მე მას კარგად ვიცნობ!
მენდობით?მაშინ,მასაც ენდეთ!