მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

როგორც გუშინ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე წერდა-27 აგვისტის 13:00 საათზე მცხეთის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია სასამართლო სხდომა მალხაზ კობაურის საქმეზე განიხილება დღეის მდგომარეობით რამდენად მიზანშეწონილია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვება (პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი).

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატებმა გამოიყენეს უფლება და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა  ორი თვის შემდეგ დააყენეს. მალხაზ კობაური ბრალს ისევ არ აღიარებს. ჩადენილი დანაშაული კი 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. მისი ადვოკატის ალექსანდრე კობახიძის თქმით, დაკავებული უდანაშაულოა.

მისივე თქმით, საქმის მასალების მიხედვით, ლორა სმითის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ მოკლული ქალი გაუპატიურებულია.