დღეს საქართველო ბეწვის ხიდზე გადის, ყოფნა-არყოფნის საზღვარზე…სოლიდარობა საქართველოს!

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ლევან შერმადინი

ჩემი სოლიდარობა საქართველოს!

დღეს ყველა რეგვენი ჭკუის სწავლებაზეა გადასული, ყველა ბოზი სულიერ სიწმინდეებზე საუბრობს, ყველა ,,ბარიგა” პატიოსნების ეტალონია, ყველა მოღალატე ერთგული, ყველა განსხვავებული (აჯაფსანდალი) ორიენტაციის პირი მისაბაძი…

ქვეყანა რომელსაც ჰყავს სამასი ათასი ნარკომანი, მილიონახევარი ემიგრანტი, ოთხას სამოც ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი, ქვეყანა სადაც ყოველწლიურად სამასი ბავშვი შიმშილისაგან კვდება, სადაც მოსახლეობის 10 % ნაგავში ეძებს ყოველდღიურ სარჩოს, ქვეყანა სადაც ექვსას სამოცი ათასამდე მარტო ბანკებშია გაშავებული. ქვეყანა რომლის 20% მიწის რუსეთს აქვს ოკუპირებული 43% კი საკუთარი ნებით ირანის, თუქრეთის და ინდოეთის მოქალაქეებზეა გასხვისებული. ქვეყანა რომლის არცერთი მოქალაქე საკუთარ კედლებში არ გრძნობს თავს დაცულად, ქვეყანა სადაც ყოველ დღე იტაცებენ და ამცირებენ ეგრედწოდებულ საოკუპაციო საზღვართან ჩვეულებრივ ადამიანებს თუ ტურისტებს და პასუხის მომთხოვნი არავინაა განა შეიძლება გურამ კაშიას ჭრელი სამკლაური გარდა რამე სხვა პრობლემა ჰქონდეს ?

ბედნიერი ერი ვყოფილვართ და მე მეშლება რამე ?!

ხო, წლების წინ ჯერ აფხაზეთში ჩაწვა საჯიშე თაობა, შემდეგ სამაჩაბლოში და ეხლა ვინც ჯერ კიდევ საღ ჭკუაზე დადის სამშობლოდან გაქცევის გზის ძებნის გარდა არაფერი დარჩენია.

ყოველდღე ვიგებთ : ,,ქვეყანა დატოვა”, ,,ემიგრაციაში წავიდა” და ასე ყოველდღიურად საქართველოდან გარბის ჭკვიანი ხალხი, ექიმები, მშენებლები, სპორტსმენები, სხვადასხვა დარგის მეცნიერთ მუშაკები. ინტელიგენცის გარეშე ქვეყანა კარგავს სასიცოცხლო ფუნქციებს, გახდახედეთ ნებისმიერ სფეროს და მიხვდებით-ყველგან ჩავარდნაა…

ბევრი წლებია ადამიანები, რომლებიც აბებს უნდა იღებდნენ, კანონებს იღებენ, ხალხს მართავენ (პირდაპი ან ირიბად) ისინი ვისაც საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ ემორჩილებიან, განუკითხაობა, მევახშეობა, ვინ ვის დააბიჯოს, სად გამოუდოს ფეხი, ვინ ვის სად უღალატოს, რას გამორჩეს, ვის ჩაუყოს ხელი ჯიბეში…
დიახ, ნარკომანიით დაავადებულის ადგილი კლინიკაა და არა ციხე.

დიახ, შეგიძლია არ წახვიდე სავალდებულო ჯარში მაგრამ ქვეყანას სხვა რამეში, სხვანაირად წაადგე. (წერო, გამოიგონო, ისწავლო, ივარჯიშო)

დიახ, შეგიძლია ნებისმიერ დროს და ადგილას იცეკვო მაგრამ არა წინაპრების, სისხლით მოტანილ მონუმენტზე…

დიახ, თუ შენთვის დიდგორი, კრწანისი და შამქორი არაფერს ნიშნავს იმათ მაინც ნუ დასცინებ საჯაროს ვისთვისაც თუნდაც ეს სიტყვები სიძლიერის და ერთიანობის სიმბოლოა.

დიახ, შეიძლება შენთვის სიტყვა ,,ბასიანი” არაფერს ნიშნავდეს მაგრამ კლუბის წინ ქართულ ნაწერს მაინც სცე პატივი და შენობის შიგნით შესულს ცოტა ქართულიც რამე გეტყობოდეს. აღარაფერს ვამბობ ,,ბასიანი”-კლუბის სახელით მტერთან ჩახვიდე და მის ფულს დახარბებულმა უმღერო და იბუქნაო მთელი მსოფლიოს დასანახად…
სამხედრო მფრინავი სოსო ოსურაული ორი წელია აფრიკის კონტინენტზე ტყვეობაში იმყოფება, სოციალური ქსელით სოლიდარობას რატომ არ უცხადებთ ვინმე ?

თურქული კალმახი რო იყიდება ჰიპერმარკეტებში და ქართველი მეწარმე კი ორ კილო თევზსაც ვერ ყიდის. უცხოური კომპანიები ,,დემპინგზე” რომ არიან შემოსულები ქვეყანაში და ის მცირე ბიზნესები რაც ჯერ კიდევ არსებობს დღეს-ხვალე რო დახურვის საფრთხის წინაშე დადგება მაგაზე რატო არ უცხადებთ სოლიდარობას ვინმე სოციალური ქსელით ?!

აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომებში დაღუპულ გმირების ოჯახის წევრებისთვის უკეთესი გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის რატომ არ უცხადებთ ვინმე სოლიდარობას ამ ჯანდაბა სოციალური ქსელით ?!

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველ დღეს რომ სწევენ მავთულხლართებსა და საზღვრებს მაგაზე რატომ არ უცხადებთ სოლიდარობას საზღვრის პირზე მოყოლილ მოსახლეობას მაინც სოციალური ქსელით ვინმე ?!
ოკუპანტი, რუსეთის სიმბოლიკებისა და რეგალიებისგან რომ განვთავისუფლდეთ, ელემენტარულად საქართველოში ქართულ ქუჩებს რომ მაინც გადავარქვათ რუსული სახელები და ამ საკითხზე მებრძოლ სამ-ოთხ კაცს რომ დავუჭიროთ მხარი და ამათ რომ გამოვუცხადოთ სოლიდარობა იმ სოციალური ქსელით გვიშლის ამაში ვინმე ხელს ?

ვინც რა უნდა ის ქნას, ვინც რა უნდა ის აკეთოს, ვინც რა უნდა ის ილაპარაკოს- სადამდე მიგვიყვანა ამ მიდგომამ ხვდებით ?!

რა იქნება ყველა საჭირო საქმეზე რომ შეგვეძლოს ესე ერთად დადგომა, გავიხედოთ გვერძე იქნებ კაშიას სამკლაური გარდა სხვა პრობლემებიც დავინახოთ ქვეყანაში და მერე ერთად მოვიფიქროთ გზა, სიტუაციიდან გამოსასვლელად ?!

უპრეცედენტო წვრთნა იწყება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში, შედით და ნახეთ სოციალურ ქსელებში მხოლოდ ორი-სამი ადამიანი გამოთქვამს ამ ფაქტზე შეშფოთებას,
ქართული მარშის დასაცავი რო გახდება არც ეგეთი საქართველო მინდა მე მაგრამ არც ისეთი ფერადი სამკლაურის გარდა (ან ეგ რა პრობლემაა ეგეც ვერ მივხვდი) სხვა, ქვეყანაში არსებული უფრო დიდი პრობლემები ვერ დაინახო ერმა…

დღეს საქართველო ბეწვის ხიდზე გადის, ყოფნა- არ ყოფნის საზღვარზე რაც უფრო მახვილგონივრულად გადავდგამთ დღეს ნაბიჯს უფრო დიდი შანსია ხვალე უკეთესი დილა გაუთენდეს ჩვენ თუ არა ჩვენ შვილებს მაინც!