თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე  საინიციატივო ჯგუფმა  საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება გააგრძელა.

საორგანიზაციო ჯგუფი აცხადებს, რომ ნებისმიერ მსურველს ხელმოწერის გაკეთება შეუძლია კვირის სხვა დღეებშიც საინიციატივო ჯგუფის ოფისში, 15 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, კოსტავას 6, მეორე სართული.

რუსთაველზე იყო პრეზიდენტობის კანდიდატიც, თემურ შაშიაშვილი ხელმოსაწერად მისულ მხარდამჭერებს და უცხო მოქალაქეებს ესაუბრებოდა.