პარლამენტის თავმჯდომარე 11-14 სექტემბერს, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 11-14 სექტემბერს, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა. ირაკლი კობახიძე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, დომინიკ დე ბუმანს და საქართველოსთან მეგობრობის საპარალმენტო ჯგუფის წევრებს შეხვდება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ფრიბურგის უნივერსიტეტში, მრგვალი მაგიდის- „სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სახელმწიფო და რელიგია“ მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

დაგეგმილია შეხვედრები სახელმწიფო მდივანთან, ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს დირექტორ მარი-გაბრიელე ინაიხინ-ფლაიშითან, მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორთან, ელჩ ვინჩენცო მასკიოლისთან და მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს მესამე ქვეყნებისა და მრავალმხრივი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან, კარლ ლორენცთან, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, იგნაციო კასისთან, შვეიცარიის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან, მაურო დელ ამბროჯიოსთან და სამდივნოს მეცნიერ-თანამშრომელთან ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით, ფილიპე როესლესთან.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, კომპანია „CSL Behring AG”-ს დაათვალიერებს და დუალური განათლების წესით, პროფესიული განათლების მიღების პროცესში მყოფ შეგირდებს გაესაუბრება.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ეკა ბესელია, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ტუღუში და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.