“არ გვენდობიან და ფიქრობენ, რომ ლეგალიზაცია მაინც მოხდება, ნარკოგენოციდს მხარს არავინ უჭერს”

რას მოუტანს ქვეყანას და რა შედეგები ექნება სამედიცინო კანაფის წარმოებას, ამ კითხვაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, ნარკოგენოციდს ამ ქვეყანაში მხარს არავინ უჭერს.

„იმის მიხედვით, თუ რა განცხადებებიც ისმის ოპონენტებისა და ეკლისიის მხრიდან, ჩემი პასუხი არის ის, რომ მართლაც არ აქვთ მათ სწორი ინფორმაცია.

მეორე, რაც ვივარაუდეთ, არის ის, რომ არ გვენდობიან და ფიქრობენ, რომ ლეგალიზაცია მაინც მოხდება. ხოლო, ოპონენტების მესამე კატეგორია ამ პროცესებით სარგებლობს და ცდილობს პოლიტიკური ქულები დაიწეროს საარჩევნოდ.

კითხვაზე, ვაპირებთ თუ არა ნარკოტიკების წარმოებას და მის ექსპორტს, პასუხი არის ცხადი და საჯარო. არა და თუ ვინმე მსგავს ინიციატივას განიხილავს, არც მე და არც ჩემი კოლეგები ასეთ ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ“ , – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

წყარო: imedinews.ge

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება მარიხუანას კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით ნახეთ ლინკზე

http://patriarchate.ge/geo/saqartvelos-sapatriarqos-gancxadeba-marixuanas-kultivirebis/