„იმდენად გაკერპებული და გაფეტიშებულია პატრიარქ ილიას პიროვნება, რომ…“

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

გიორგი ტიგინაშვილი

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციაციის აღმასრულებელი მდივანი, თეოლოგი, პუბლიცისტი

ვინ იყო ნამდვილი “მიშისტი”

📌ისტორიული ფაქტია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ორგზის ლეგიტიმაცია მისცა პრეზიდენტ სააკაშვილს და აღფრთოვანებულმა მიიღო მონაწილეობა მის ინაუგურაციაში.
📌ყველას გვახსოვს თუ როგორი პიეტეტით აჩუქა ოქროს მინიატურული ვარდი კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ “ვარდების რევოლუციის” მთავარ შემოქმედს, რომელიც ჯერ კიდევ არჩეული არ იყო საქართველოს პრეზიდენტად და მხოლოდ პოსტრევოლუციურ ეიფორიაში ბრძანდებოდა.
📌ამასთან მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სამგზის აღიარა მის პერიოდში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.
📌ასევე პატრიარქმა ილიამ საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმ. გიორგის ოქროს ორდენი გადასცა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს – როლანდ ახალაიას.
📌მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველოს საპატრიარქომ აიღო 200 მილიონ ლარზე მეტი. პლიუს: აურაცხელი რაოდენობის მიწის ნაკვეთები, ინფრასტრუქტურული ნაგებობები, ნერგები, პირუტყვი, ტექნიკა და ინვენტარი.
📌2009 წელს საპროტესტო ტალღის უმძლავრესი მუხტი და მრავალათასიანი მიტინგი, რომელსაც მომღერალი უცნობი ლიდერობდა, გადამწყვეტ მომენტში სახელდობრ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაშალა.
📌2009 წელს უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს (რაოდენოით 40-ზე მეტი) უახლესი “ჯიპები” გადაეცათ, რომელთა საკუთრებაში აღებაც საკუთრივ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მოხდა.
📌ცხრა წლის მანძილზე არცერთხელ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და მის საპატრიარქო ადმინისტრაციას არ უმხელიათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები.
📌არცერთხელ არ უმხელია მის უწმინდესობას სააკაშვილის პირობებში არსებული საკუთრების უფლების ხელყოფის შემთხვევები.
📌დამატებით უნდა ითქვას რომ პატრიარქ ილიას მხრიდან ხშირად მოგვისმენია ისეთი კომპლიმენტები სააკაშვილისა და მისი მთავრობის მიმართ, როგორებიცაა: “პრეზიდენტმა გადადგა გენიალური ნაბიჯები”, “ბატონი მიხეილი ენერგიული და მშრომელი ადამიანია”, “ბატონი მიხეილი ყველანაირად ცდილობს, რომ ხალხს დაეხმაროს”, “ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სიღარიბის დასაძლევად”, “ახალი დროშით ჩვენს პრეზიდენტთან ერთად შევალთ სოხუმსა და ცხინვალში”, “ახალაიების ოჯახი ზრუნავს ქ. ზუგდიდსა სამეგრელოზე” და ა.შ.

📍დასკვნა: იმდენად გაკერპებული და გაფეტიშებულია პატრიარქ ილიას პიროვნება, რომ მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ფიქსირებული ფაქტებისა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც სხვებს მიიჩნევს “მიშისტად”, მის საქციელებს არ იმჩნევს, “კეისრისადმი კესრის წილ” მისაგებელად უთვლის იმ მერკანტილურ ხოტბას და აცტეკების ფანატიკოსი მოსახლეობის მსგავსად ყველაფერზე თვალს ხუჭავს ბელადი მონტეზუმას “საგმირო საქმეებთან” და კონფორმიზმთან დაკავშირებით.