გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახმა ექსპერტიზის პასუხი მიიღო

სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრები და საზოგადოების დიდი ნაწილი მოუთმენლად ელოდა ექსპერტიზის პასუხს, რომელიც  დღეს გახდა ცნობილი. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. მათი თქმით მიღებულ დასკვნაში წერია, რომ   სტურუა თვითმკვლელობამდე ნაწამებია.

”ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი. როგორც გვეუბნებიან, გარდაცვლილს ფეხზე და ენაზე აქვს წამების ნაკვალევი. ასევე დადასტურდა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის ავთენტურობაც. ამიტომ ვითხოვთ წერილში ნახსენები პოლიციელის, გოდერძი თევზაძის სასტიკად დასჯას, თუმცა როგორც გავიგეთ ის გაქცეულია და მიმალულია. ვითხოვთ, რომ გოდერძი თევზაძე დაკავებულ იქნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკიდურეს ზომებს მივმართავთ და 40 დღის შემდეგ მიცვალებულს ამოვთხრით და პოლიციასთან დავასვენებთ” – განაცხადა გარდაცვლილის ბიცოლამ დარიკო ჯაშმა.

სოფელ  დაფნარში საუბრობენ, რომ   პოლიციელი საკუთარ  რაიონში  საპატრულო  პოლიციის  ავტომობილითაც შენიშნეს.  გავრცელებულ  ინფორმაციას,  რომ მანდატშეჩერებული პოლიციელი  გოდერძი თევზაძე , პოლიციის ქონებით  გადაადგილდებოდა, უარყოფენ შინაგან  საქმეთა სამინისტროში.

თევზაძე გახმაურებული ფაქტის  შემდეგ  მედიასთნ არ  გამოჩენილა.

კომენტარის დატოვება