როცა ამომრჩეველი მის არჩეულ მაჟორიტარს თბილად ხვდება

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის N29 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1 600 კვადრატული მეტრის ფართობზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში, სკვერში ორი საბავშვო მოედანი განთავსდა და სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სკვერში განთავსდა სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, რეაბილიტირდა და გალამაზდა სკვერში არსებული პატარა აუზი, მოეწყო სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონა.

-გავესაუბრე სკვერში მყოფ ხალხს და ჩატარებული სამუშაოს შესახებ მათი აზრი მოვისმინე. ყველა ძალიან კმაყოფილია ჩატარებული სამუშაოებით, რაც მთავარია მოსწონთ განახლებული სკვერი. ვფიქრობ, სწორედ ჩვენი მაცხოვრებლების კმაყოფილებაა მთავარი და ეს აშკარად იგრძნობა. მართლაც ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე გამოვიდა. ჩვენი მიზანია, საბურთალოზე და ქალაქში, რაც შეიძლება მეტი ასეთი ლამაზი დასასვენებელი და მწვანე სივრცე!”-აცხადებს საბურტალოს მაჟორიტარი დავით უთმელიძე.