„ბოდვა ისაა, რაც ოპონენტებისგან მოვისმინეთ, ეფექტურ და დადებით შედეგს მალე ვიხილავთ“

ახალი რეგულაციები და ცვლილებები… განსაკუთრებით კი ტაქსისტებისთვის მანქანის გადასაღებად გამოყოფილი ვაუჩერები გახდა თბილისის საკრებულოში დავისა და მსჯელობის საგანი.

ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ თბილისის საკრებულოს წევრს, საბურთალოს მაჟორიტარს დავით უთმელიძეს დავუკავშირდით.

-ბატონო დავით, მართლა „ფხიზლად ბოდავს“ საკრებულო და მერია როგორც ამას თქვენი ოპონენტები ამბობენ?

-პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმას, სწორედ იმას ჰქვია ბოდვა, რაც ოპონენტებისგან მოვისმინეთ. თქვენ რას ეძახით ბოდვას? იმას, რომ შეღავათები კეთდება და სახელმწიფო და ტაქსის მძღოლები ხარჯს არ გაიღებენ?

-ასეა თუ ისე, საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოების ერთ ნაწილში ტაქსის მძღოლებისთვის ვაუჩერების დარიგებას მანქანების გადასაღებად. ითქვა ისიც, რომ მერია ამაში ხალხის ფულს ხარჯავს, თუმცა როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მერია ტენდერის საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც 2 წლიანი რეკლამის სანაცვლოდ შეასრულებს ამ სამუშაოს. ანუ ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება?

-მთავარი მომენტია, რომ გადაღებვის ვალდებულებას ვუდებთ სარეკლამო კომპანიას, რომელიც სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტს გაუფორმებს რეკლამაზე, ეს კომპანია შესთავაზებს ტაქსისტებს, რომ მათ ტაქსებზე რეკლამის განთავსების ნაცვლად, გადაუღებავენ თეთრად მანქანებს და გაუკეთებენ ქიმწმენდას უფასოდ

მერის ახალი ინიციატივით, ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ მანქანები უფასოდ გადაღებონ და რაც მთავარია ამ ხარჯებს არა ბიუჯეტი, არამედ სარეკლამო კომპანია გაიღებს.

-არაერთი ადამიანისგან გამიგია, ტექდათვალიერებაზე-ისეთმა მანქანებმა გაიარეს, ტექდათვალიერება კი არა მხოლოდ ჯართში ჩაბარება თუ უშველისო. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ექნება ადგილი ტრადიციულ „ჩაწყობებს“?

-რაც შეეხება ტექნიკურ დათვალიერება, იქნება მკაცრი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან, რომ დაცუკი იყოს ყველა კანონით დადგენილი ნორმა ტექ. დათვალიერების გატარებისას, ასე რომ არანაირ „ჩაწყობას“ ადგილი არ ექნება.

-რას იტყვით, რატომ არაფერი მოსწონს ოპოზიციას საკრებულო-მერიის გაკეთებული თუ გადაწყვეტილება მიღებული? ეს ტრადიციაა თუ უბრალოდ წინასაარჩევნოდ ქულების დაწერა?

-ოპოზიცია ზოგადად არ არის კონსტრუქციული და ამას ემატება წინასაარჩევნო პერიოდი, ქულების დაწერა უნდათ, პოზიტივზეც, ნეგატიურად საუბრობენ

– ვიცით ჩვენ, ხშირად კანონები პირველად იწყებენ მოქმედებას და მერე სამწუხაროდ ქაღალდზევე რჩებიან, მაგალითად აკრძალვა ღამით ხმაურზე, საჭესთან მობილური, დანაგვიანება…ამ შემთხვევაშიც ასე ხომ არ იქნება?

-ფურცელზე არ დარჩება და ეფექტურ და დადებით შედეგს ყველანი ერთად მალე ვიხილავთ.