სამშენებლო კომპანია “სვეტის” დირექტორი დაკავებულია

სამშენებლო კომპანია “სვეტის” დირექტორი გივი ჯიბლაძე დღეს ყიფშიძის ქუჩაზე, სახლში აიყვანეს. ამ ეტაპზე დაკავების მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივნისში “სვეტის” დამფუძნებლი, გივი ჯიბლაძე გატაცებული იყო. გახსოვთ ალბათ აღმაშენებლის ხეივანსა და სოფელ წეროვანთან სპეცოპერაციებიც ჩატარდა. მაშინ ჯიბლაძე აცხადებდა, რომ ის სახლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. ბიზნესმენის თქმით, ოთხმა გამტაცებელმა თავზე ტომარა ჩამოაცვა და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანა. სპეცოპერაციის ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს.

ამჟამად მის საცხოვრებელ სახლში ფინანსური პოლიცია იმყოფება.